QAMADI

ქამადი

ქართული მარცვლოვნების დისტილატი

საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა გამორჩეული სასმელები. ქამადი ამ ისტორიის ახალი თავი არის — ქართული მარცვლოვნების დისტილატი, რომელიც იქმნება ადგილობრივი ნედლეულით, თანამედროვე დისტილაციის მეთოდებითა და მუდმივი ძიებით.

ჩვენი მიზანია შევქმნათ სასმელები, რომლებსაც ექნებათ საკუთარი ხასიათი, საკუთარი გემო და საკუთარი იდენტობა.

აღმოაჩინე ქამადი

როგორ გაჩნდა ქამადი?

ქამადი არ შექმნილა იმისთვის, რომ კიდევ ერთი ალკოჰოლური სასმელი გამოჩენილიყო ბაზარზე.

ის ერთი იდეით დაიწყო.

საქართველოსაც შეუძლია ჰქონდეს საკუთარი მარცვლოვნების დისტილატების კულტურა.

არა სხვისი ტრადიციის გამეორება, არამედ საკუთარი გზის პოვნა — ქართული მარცვლეულით, ქართული წყლითა და საქართველოსთვის დამახასიათებელი ხასიათით.

ძველი თბილისი მუხის კასრით, ქვევრით და ქართული მარცვლეულით
ჩვენი რელიზები
ქამადი ჩვენებურის ეტიკეტი — ქართული მარცვლოვნების დისტილატი თეთრი სიმინდისგან

ჩვენებური

ქართული თეთრი სიმინდის საფუძველზე შექმნილი ქართული მარცვლოვნების დისტილატი.

შემადგენლობა: მარცვლოვნების დისტილატი (ქართული თეთრი სიმინდი – 75%, ქერის ალაო – 15%, ჭვავი – 10%), შერბილებული წყალი.
თეთრი ძაღლი • 60% დაუძველებელი დისტილატი, რომელიც სრულად გამოხატავს ქართული თეთრი სიმინდის ბუნებრივ ხასიათს.
დისტილატი • 42% იგივე დისტილატი, სასმელად დაბალანსებულ სიმაგრემდე დაყვანილი.

ოფიციალური კატეგორია: მარცვლოვნების არაყი.

ქამადი განსხვავებულის ეტიკეტი — ქართული მარცვლოვნების დისტილატი ქერის ალაოსგან

განსხვავებული

100% ქერის ალაოს საფუძველზე შექმნილი ქართული მარცვლოვნების დისტილატი.

თეთრი ძაღლი • 60% დაუძველებელი ალაოს დისტილატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააგემოვნოთ ქერის ბუნებრივი ხასიათი მუხის გავლენის გარეშე.
დისტილატი • 42% სასმელად დაბალანსებული ვერსია, რომელიც ინარჩუნებს ალაოს არომატსა და გემოს.

ოფიციალური კატეგორია: მარცვლოვნების არაყი.

ქამადი და ქართული სამზარეულო

ქამადის თეთრი დისტილატები გასტრონომიული სასმელებია.

ისინი შექმნილია არა მხოლოდ დამოუკიდებლად დასაგემოვნებლად, არამედ იმისთვისაც, რომ ქართული სუფრის ნაწილი გახდნენ.

ქართული მარცვლეულის ბუნებრივი ხასიათი, სუფთა დისტილაცია და გამოკვეთილი არომატები განსაკუთრებულად ერწყმის ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს — მჭადს, ღომს, ელარჯს, ქართულ ყველებს, ხინკალს, მწვადს, ლობიოს და მრავალ სხვა კერძს.

ქამადი შეიქმნა იმისთვის, რომ თავისი ადგილი არა მხოლოდ ბარში, არამედ ქართულ სუფრაზეც დაიმკვიდროს.

აღმოაჩინე მეტი

თუ გაინტერესებთ ვისკი და ქამადის ისტორია, შემოგვიერთდით.

YouTube-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე ვუზიარებთ ვისკის მიმოხილვებს, ბრმა დეგუსტაციებს, ექსპერიმენტებსა და ქამადის სიახლეებს.

სად ვიყიდო

ქამადის პროდუქცია ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი პარტნიორ მაღაზიებში, ბარებსა და რესტორნებში.

ოფიციალური გაყიდვის ადგილების სია მუდმივად განახლდება ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.