რატომ წერია ეტიკეტზე „მარცვლოვნების არაყი“?

ქამადის შესახებ საუბრისას ვიყენებთ ტერმინს „ქართული მარცვლოვნების დისტილატი“, რადგან ის ყველაზე ზუსტად აღწერს სასმელის წარმოების მეთოდსა და ბუნებას.

თუმცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ჩვენი პროდუქცია მიეკუთვნება „მარცვლოვნების არაყის“ კატეგორიას. სწორედ ამიტომ ეს სახელწოდება გამოიყენება ეტიკეტზე და ოფიციალურ დოკუმენტაციაში.

რა არის „თეთრი ძაღლი“?

„თეთრი ძაღლი“ (White Dog) მსოფლიოში მიღებული სახელწოდებაა დაუძველებელი მარცვლოვნების დისტილატისთვის.

ეს არის დისტილატი იმ ეტაპზე, სანამ მუხის კასრში მოხვდება. სწორედ აქ იწყება მისი გზა დაძველებული სასმელისკენ.

ქამადის „თეთრი ძაღლი“ საშუალებას გაძლევთ დააგემოვნოთ დისტილატი ზუსტად ისეთი, როგორიც ის დისტილერიაში იქმნება — სუფთა, ცოცხალი და მარცვლეულის ბუნებრივი ხასიათით.